დღეს ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მუნიციპალიტეტების სკოლა-პანსიონებში არსებული ვითარება განიხილეს. მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ შუახევისა და ქობულეთის რაიონების სკოლა-პანსიონებში მომხდარ რამდენიმე დარღვევაზე ისაუბრა.
შუახევის რაიონში ადგილი ჰქონდა პანსიონის დირექტორის მხრიდან თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, ჩაქვის სკოლა-პანსიონში კი ფინანსური დარღვევები გამოვლინდა.
ლევან ვარშალომიძემ რაიონის გამგებლებს შენიშვნა მისცა და ხალხთან მეტი კონტაქტი დაავალა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მსგავსი შემთხვევის დროს მთავრობის პოზიცია პრინციპული და მკაცრი იქნება.
მთავრობის სხდომაზე 12 საკითხი განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრმა მიზნობრივ პროგრამებში შეტანილ ცვლილებებზე ისაუბრა; ფინანსთა მინისტრმა კი აჭარის მთავრობასა და გაეროს განვითარების ერთობლივი პროექტის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.
მასალის გამოყენების პირობები