სამიზნედ არ ამოირჩიოს ვიღაცამ ვიღაცა, დაანებეთ თავი, უნდათ, მაგაზე იყოს თავდასხმა, უნდათ, რაღაც მოეწიოს იმ უბედურს და იყოს მსხვერპლი, ყველას ვთხოვ, თავი დაანებეთ, პირიქით, თუ დაინახავთ სადმე, გაუფრთხილდით, რომ ვიღაცამ რაღაცა არ დაგვაბრალოს და ეს ქვეყნის აყირავებისთვის არ გამოიყენოს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძემ გამოსვლის დასრულებისას, ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის მიერ მასზე თავდასხმაზე ისაუბრა.
„თავს გაუფრთხილდეს ყველა, მუქარად არ ჩათვალოს ვინმემ. იმდენი ცუდი რაღაც ხდება, თავს გაუფრთხილდეს ყველა მართლა მსხვერპლად არ გამოიყენოს ვიღაცამ. ახლა არის ეს საფრთხე. არაერთმა მომწერა ეს ამბავი. ახლა არის ეს საფრთხე, რომ ვიღაცამ ობიექტად ამოარჩიოს. თორემ, მე წავცხებ ერთს როცა იქნება კისერში და მაგით დამთავრდება ყველაფერი, გულში ჩადება შეიძლება, არ ვიცოდე რაღაცების. სამიზნედ არ ამოირჩიოს ვიღაცამ ვიღაცა და მერე ამ სიბინძურეშიც არ გაეხვიოთ „ენჯეო“ სექტორი, დამიჯერეთ. პრევენციისთვის ვაკეთებ ამ განცხადებას. მთელ ქვეყანას მოვუწოდებ, იმ ასეულობით ადამიანს, რომელმაც მომწერა, რა უნდა უყოთ ხალხო, დაანებეთ თავი. მაგათ უნდათ, მაგაზე იყოს თავდასხმა, უნდათ, რაღაც მოეწიოს იმ უბედურს და იყოს მსხვერპლი. ყველას ვთხოვ, თავი დაანებეთ, პირიქით, თუ დაინახავთ სადმე, გაუფრთხილდით, რომ ვიღაცამ რაღაცა არ დაგვაბრალოს და ეს ქვეყნის აყირავებისთვის არ გამოიყენოს. ის რომ ტუტუცია და არაკაცია ამის გარდა ტვინი არ აქვს და ამდენსაც ვერ ხვდება“, – განაცხადა მდინარაძემ.