ევროპული საქართველოს თავმდჯომარე, გიგა ბოკერია პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ელჩები „რუსულ კანონზე“ დებატებში გამოიწვია.
გიგა ბოკერიას თქმით, ელჩების დებატებში გამოწვევა იმდენად სიგიჟეა, სადმე სხვაგან რომ მომხდარიყო, უბრალო ანეკდოტი იქნებოდა.
„ამ რეჟიმს უყვარს ტერმინი „ომის პარტია“ , სინამდვილეში კი მთავარი „ომის პარტია“ ამ ქვეყანაში არის ივანიშვილი და მისი გარემოცვა, რომელიც ომშია საკუთარ საზოგადოებასთან და თავისუფალ სამყაროსთან.
სწორედ ეს ძალა გვიქმნის უზარმაზარ საფრთხეს, რომ ჩვენი მტრის, რუსეთის წინაშე მარტოები დავრჩეთ და ათასმაგად გაგვეზრდოს მსხვერპლი ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასაცავად.- თქვა გიგა ბოკერიამ.