ნინო ქათამაძეს კონკრეტული ამოცანა აქვს, ის ასრულებს კონკრეტულ დავალებას, რომ ადამიანებს, ვინც საზღვარგარეთ არიან, აცნობოს, რომ კანონი მათ შეეხება და ამბობს ისეთ სისულელეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„რაც შეეხება ნინო ქათამაძეს - კონკრეტული ამოცანა აქვს, ნინო ქათამაძე არის იმ ადამიანებს შორის, რომელიც არის ჩამოყალიბებულად გარკვეული პოლიტიკური გემოვნების მქონე ადამიანი, რბილად, რომ ვთქვათ - ის ასრულებს კონკრეტულ დავალებას კონკრეტული ტელევიზიის მეშვეობით, რომ ადამიანებს, ვინც საზღვარგარეთ არიან, აცნობოს, რომ კანონი მათ შეეხება და ამბობს ისეთ სისულელეს, რომ ადამიანმა მოიყვანა მოსავალი, გარკვეული დააბინავა, გარკვეული გაყიდა, მაგრამ ის თუ გამოვა და მიტინგზე რაიმეს იტყვის, ამასთან დაკავშრებით მას წაართმევენ მოსავალსაც და ფულსაც - ასეთ სისულელეს ადამიანი რომ იტყვის, მისი მიზანი რა არის, აღარ უნდა იკითხო - მისი მიზანი არის საზოგადოების აზროვნების დაზიანება და მიზნის გარდა, ალბათ ჰგონიათ, რომ ინტელექტუალურად დაბალი საზოგადოება არსებობს.
არსებობს მეორე შემადგენლობა, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანი დგას სცენაზე, მის გარშემო აშენებულია შესანიშნავი გარემო, აბსოლუტურად თავისუფალი სივრცე, რომ რაც გინდა ის ილაპარაკო, რაც გინდა ის დაწეროს შენმა კალამმა, რა განცხადებაც გინდა გააკეთო, შენ ამისთვის პასუხს არავინ არ მოგთხოვს და ამ შესანიშნავ სივრცეში, ადამიანებს ეუბნება, რომ ყველაფერი ცუდია გარშემო და ჩამონგრეულობა რომ გამტკიცდეს შესანიშნავი, კონკრეტული ადამიანის მიერ გაკეთებული სცენიდან ამ განცხადებას აკეთებს.
ის არასწორ განცხადებას აკეთებს, სხვა აზრი მაქვს, არ შეიძლება ადამიანი ამბობდეს, რომ გარემო არის ცუდი და იდგეს იმ გარემოში, რომელიც საუკეთესოა მსოფლიო მასშტაბით და რომელიც კონკრეტულმა ადამიანმა გააკეთა და იძახო რომ ყველაფერი ცუდია.
ასეთი ადამიანი, როცა ამ განცხადებას აკეთებს, თუნდაც ნიჭიერი, არის არასწორი,“ - ამბობს ვოლსკი.