თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით, 31 დეკემბერს დაბა თიანეთის ცენტრალურ მოედანზე, ღია ცის ქვეშ, გრანდიოზული საახალწლო კონცერტი გაიმართება.
კონცერტს 16:00 საათზე ადგილობრივი შემსრულებლები გახსნიან, ხოლო 1800 საათზე კონცერტს შეუერთდებიან ესტრადის ვარსკვლავები: ლექსენი, სოფო ბედია, ბორის ბედია, ქეთი გომართელი, ნინი შერმადინი, მარკუს მეტრეველი, ქეთი ორჯონიკიძე და მოცეკვავეები.
საახლაწლო ღონისძიებას თამუნა გომართელი წარუძღვება. აქვე მოხდება 24 დეკემბერს, დაბა თიანეთში ჩატარებული კონკურსის, "მე მიყვარს თიანეთი", გამარჯვებულების დაჯილდოვება.
კონცერტის დასასრულს დაბაში გრანდიოზული საახალწლო ფეიერვერკი მოეწყობა.