მისი თქმით, გომბორის გზაზე უკვე დასრულებულია 10 კილომეტრის მშენებლობა.
ამასთან, 27-კილომეტრიან მონაკვეთზე ტენდერი გუშინ დასრულდა და 10 ოქტომბრისთვის რეალური სამუშაოების დაწყება იქნება შესაძლებელი. დარჩენილ 37 კილომეტრიან მონაკვეთზე კი, როგორც ტყეშელაშვილმა განაცხადა, სატენდერო პროცედურები წლის ბოლომდე ჩატარდება. `საბოლოოდ, 2010 წლის სექტემბრისთვის, ეს გზა მთლიანად შეკეთებული იქნება," - განაცხადა დავით ტყეშელაშვილმა