ამერიკის შეერთებული შტატებმა ვენესუელის ელჩს ვიზა გაუუქმა.
აღნიშნული გადაწყვეტილება ვაშინგტონმა მას შემდეგ მიიღო, რაც ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა ქვეყანაში აშშ-ს ახალი ელჩის ლარი პალმერს შეშვებაზე უარი თქვა.
"ის ყველაფერს იძახის, რაც თავში მოუვა ცუდი და უარყოფითი, ვენესუელასთან და პატივსაცემ გენერლებთან დაკავშირებით... ხელისუფლებაზე და ვენესუელას კონსტიტუციაზე. ამის შემდეგ ის როგორ შეიძლება იყოს ელჩი?", - აღნიშნა ჩავესმა.
აღსანიშნავია, რომ ვენესუელაში აშშ-ის ახალი ელჩის ლარი პალერმოს შეფასებით, ვენესუელას ჯარში სამხედრო მორალი დაბალია და კუბის გავლენა თანდათან უფრო შესამჩნევია.