ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობით შეშფოთებულია.
ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერიმ რუსი ბიზნესმენის მიხაილ ხადარკოვსკის საქმის შეფასებისას აღნიშნა.
"ამერიკა რუსეთში ადამიანი უფლებების საერთო მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებულია და ამ საკითხებს რუსეთის მთავრობასთან განიხილავს", - აღნიშნა მან და აქვე დასძინა, რომ ხადარკოვსკის საქმეზე აშშ-ს პოზიცია ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე არ იმოქმედებს.
მისვე თქმით, გარკვეულ საკითხებში აზრთა სხვადასხვაობამ ხელი არ უნდა შეუშალოს აშშ-სა და რუსეთს შორის სხვა თემებზე თანამშრომლობას.
"ჩვენ რუსეთთან ღია და გულწრფელი ურთიერთობა გვაქვს. გვაქვს სფეროები, რომლებშიც განსხვავებული შეხედულებების არსებობს, მაგრამ არის საკითხები, რომლებშიც კონსტრუქციულად ვთანამშრომლობთ. ამის კარგი მაგალითია სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების ახალი ხელშეკრულება", - აცხადებს ამერიკელი დიპლომატი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლება მიხაილ ხადარკოვსკის ნავთობის უკანონო მითვისებასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. ბრალდების მხარე 14-წლიან პატიმრობას ითხოვს.