გერმანია უკრაინას 500 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომელიც მოიცავს 10 ათას ჭურვს. ამის შესახებ გერანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა.
”ჩვენ კვლავ შევადგინეთ დახმარების პაკეტი, რომლის ღირებულებაა თითქმის ნახევარი მილიარდი ევრო,” - განუცხადა პისტორიუსმა ჟურნალისტებს გერმანიაში რამშტეინის ბაზაზე შეხვედრის ფარგლებში.
პისტორიუსმა ასევე განაცხადა, რომ აშშ რჩება გერმანიის საიმედო პარტნიორად.