რუსეთში დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 15-17 მარტს ტარდება.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 8:00 საათზე გაიხსნა უდმურტიაში, ასტრახანის, სამარის, სარატოვისა და ულიანოვსკის ოლქებში.
არჩევნებში მონაწილეობს ოთხი კანდიდატი: რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, დუმის კომუნისტი დეპუტატი ნიკოლაი ხარიტონოვი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ლეონიდ სლუცკი და დუმის ვიცე-სპიკერი პარტიიდან „ახალი ხალხი“ ვლადისლავ დავანკოვი.
თუმცა, პუტინი, სავარაუოდ, მეხუთედ გახდება რუსეთის პრეზიდენტი.
არჩევნები ჩატარდება რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტრიტორიებზეც. აშშ-ში უკვე განაცხადეს, რომ გმობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნებს და პასუხიმგებლობას აკისრებენ ამ პროცესებში ჩართულ პირებს.