დანია უკრაინას გადასცემს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომლის ღირებულება დაახლოებით 2,3 მილიარდი დანიური კრონი (336,6 მილიონი დოლარი) იქნება.
დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს CAESAR-ის საარტილერიო სისტემებს და საბრძოლო მასალას.
დანიის თავდაცვის მინისტრის ტროელს ლუნდ პოულსენის თქმით, ამ დახმარების პაკეტით კოპენჰაგენი აჩვენებს კიევს და მის ევროპელ მოკავშირეებს, რომ დანიას აქვს ნება და შესაძლებლობა, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა მანამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება.
”იმედი მაქვს, რომ მეტი ქვეყანა მიჰყვება ამ მაგალითს და ხელს შეუწყობს შესაძლებლობების სწრაფ რეალიზაციას,” - თქვა მან.