ისრაელი ეგვიპტეში მომლაპარაკებელთა ჯგუფს არ გაგზავნის, რადგან „ჰამასი“ უარს ამბობს ისრაელისთვის ცოცხალი მძევლების სიის მიწოდებაზე, - ამის შესახებ Times of Israel წერს.
ასევე ისრაელს „ჰამასისგან“ უნდა მიეღო მოთხოვნა, რამდენი პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს ისრაელმა ყოველი გათავისუფლებული მძევლის სანაცვლოდ.
ეგვიპტის დედაქალაქში იმყოფებიან „ჰამასის“, კატარისა და აშშ-ის წარმომადგენლები.
მანამდე, ჯო ბაიდენი იმედოვნებდა, რომ ღაზის სექტორში, ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლი ორშაბათს შეწყდებოდა. მისი თქმით, მხარეები ყატარში მოლაპარაკებების დროს უფრო მიუახლოვდნენ შეთანხმებას, რომლის მიზანი, სხვა საკითხებთან ერთად, მძევლების გათავისუფლებაც არის.
„ჩემი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მეუბნება, რომ მიზანთან ახლოს ვართ. ჩვენ ახლოს ვართ. ჯერ არ დაგვისრულებია. იმედი მაქვს, რომ მომავალ ორშაბათს ჩვენ გვექნება ზავი“, - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში ვიზიტის დროს.