პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ბოლო თვეებში ინვესტორების აქტიურობა შეინიშნება. ამის შესახებ გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ინვესტორები ძირითადად ენერგეტიკის სფეროთი ინტერესდებიან. პრემიერმა აღნიშნულის მაგალითად ჰესების მშენებლობა დაასახელა.
"ბოლო დროს ბახვისა და მტკვარჰესის მშენებლობა დაიწყო. დეკემბრის მეორე ნახევარში კი ფარავანჰესის მშენებლობაც დაიწყება, რომელსაც თურქული კონსორციუმი ააშენებს. ეს პროექტი სამცხე ჯავახეთის რეგიონისთვის მნიშვნელოვანია. გაიზრდება ექსპორტის პოტენციალი, რაც ეკონომიკის წინსვლის წინაპირობაა", - განმარტა გილაურმა.
აღსანიშნავია რომ ფარავანჰესის სიმძლავრე 78 მეგავატი იქნება და მის მშენებლობაში სულ 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.