ახალგაზრდა კაცი, რომელიც ქუჩაში მაკიაჟითა და შეღებილი ფრჩხილებით დადის ლგბტ პროპაგანდისთვის უნდა დაისაჯოს. ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა ალექსანდრ ხინშტეინმა განაცხადა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა აქსესუარების ტარება ცისარტყელის გამოსახულებით, მაგალითად, ჩანთის, ხინშტეინმა უპასუხა, რომ "მხოლოდ ჩანთისთვის" დასჯა არ არის საჭირო, მაგრამ კოსმეტიკასთან, შეღებილ ფრჩხილებთან და ქუსლებთან ერთად, ეს არის უკვე „გასაგებია რისი დემონსტრირებაც“, ეს ყველაფერი „ქმნის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემადგენლობას - ხულიგნობას“, - თქვა დუმის დეპუტატმა.
2023 წლის შემოდგომაზე რუსეთის უზენაესმა სასამართლომ აღიარა „ლგბტ საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობა“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად და აკრძალა მისი საქმიანობა რუსეთში. ერთი წლით ადრე მიღებულ იქნა კანონი, რომელიც კრძალავს „ლგბტ პროპაგანდას“ რუსეთის ყველა ასაკის მოქალაქეებს შორის
თებერვლის დასაწყისში ნიჟნი ნოვგოროდის მკვიდრი, ახალგაზრდა ქალი ხუთი დღით დააკავეს საყურეების გამო, რომლებიც ცისარტყელას შვიდი ფერით იყო შეღებილი.