გაერო-ს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა რუსეთი უკრაინელი ბავშვების მკვლელობაში, იძულებით დეპორტაციასა და გატაცებაში დაადანაშაულა.
ორგანიზაციის მოხსენებაში, აღნიშნულია, რომ ასობით არასრულწლოვანი დაიჭრა და დაიღუპა უკრაინის ტერიტორიაზე განურჩეველი რუსული სამხედრო დარტყმების შედეგად.
გარდა ამისა, კომიტეტმა გამოთქვა შეშფოთება უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსი სამხედრო და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე. კომიტეტი რუსეთს მოუწოდეს ყველანაირ ფასად დაიცვას ბავშვები და მოსთხოვეს ინფორმაციის მიწოდება გატაცებული ბავშვების ზუსტი რაოდენობისა და მათი ადგილსამყოფელის შესახებ.
უკრაინის მთავრობის განცხადებით, რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ათასობით ბავშვი იძულებით გაიტაცა ან მათი დეპორტაცია მოახდინა. უკრაინის მოვლენების შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ შექმნილი გამოძიების საერთაშორისო კომისიამ განაცხადა, რომ შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარის მიერ ბავშვების გაყვანა აკრძალულია საერთაშორისო კანონმდებლობით.
„ბავშვების გადაყვანა არ იყო გამართლებული უსაფრთხოების ან სამედიცინო მიზეზებით. არ არსებობს მითითება, რომ ბავშვებს არ შეეძლოთ უკრაინის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე გადასვლის უფლება. ასევე არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა დაედგინა კონტაქტი ბავშვების ნათესავებთან ან უკრაინის ხელისუფლებასთან“, - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.