უნდათ ცალ-ცალკე პლატფორმები შექმნან და ხალხი დაარწმუნონ, რომ ქურქუმალი რომ ხელმძღვანელობს იმ პარტიას, ის არ ვარგა, მაგრამ სამაგიეროდ გვყავს გვარამია, გახარია, „ლელო“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობისგან“ გამიჯვნის ფაქტორი კომიკურ სახეს იღებს, წარმოიდგინეთ, რამხელა საფრთხე შეუქმნა გახარიამ ქვეყანას და რისთვის? იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობის“ იდეა ამ რევოლუციური პროცესის განვითარებისთვის ყოფილიყო რეალიზებული, არ გამოვიდა. ახლა რა ქნან? უნდა გაემიჯნონ ერთმანეთს, ცალ-ცალკე პლატფორმები შექმნან და ხალხი დაარწმუნონ იმაში, რომ ქურქუმალი რომ ხელმძღვანელობს იმ პარტიას, ის არ ვარგა, მაგრამ სამაგიეროდ გვყავს გვარამია, გახარია, „ლელო“, რომელმაც ეს გადაუწყვეტელი ხალხი უნდა მოიზიდოს.
გახარიამ „ქართული ოცნებით“ უკმაყოფილო ან შეცდომაში შეყვანილი ადამიანები უნდა მოიზიდოს, გვარამიამ უნდა მოიზიდოს ადამიანები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლები აღარ არიან, რადგან ამ უინტელექტობის ხარისხს ხედავენ. მელიამ ვერ შეძლო ამის გაკეთება და ყველაფერს აგვირგვინებს თავისი გამოსვლით დღეს სალომე ზურაბიშვილი განცხადებას აკეთებს, რომ უნდა შეიქმნას ერთიანი პლატფორმა“, – განაცხადა ვოლსკიმ.