პარალიზებული რუსული საჰაერო სივრცე სავარაუდოდ დღეს გაიხსნება.
დომოდედოვოს აეროპორტიდან ფრენები რამდენიმე საათში განახლდება, რადგან სამაშველო ბრიგადებმა მოსკოვის მეორე ელექტროქვესადგური აამუშავეს.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს წარმომადგენლების განმარტებით, დომოდედოვოდან დღის განმავლობაში 350-მდე ავიარეისი განხორხციელდება. რაც შეეხება შერემეტიევოს აეროპორტს, როდის განახლდება ფრენები, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის აეროპორტების პარალიზების მიზეზი მათთვის ელექტროენერგიის შეწყვეტა გახდა, რის გამოც ასობით ავიარეისი გადაიდო. ბოლო მონაცემებით დომოდედოვოსა და შერემეტიევოს აეროპორტების მოსაცდელ დარბაზებში 7 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება.