ძლიერმა ქარმა და წყალდიდობამ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პრობლემები შექმნა.
ქარმა გადახადა სახურავი საცხოვრებელ სახლებს მარტვილში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. დაზიანდა ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის სახურავი, რის გამოც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია.
ძლიერმა ქარმა წალენჯიხაში ხეები მოგლიჯა.
მოგლეჯილი ხეებისგან გზის სავალი ნაწილები წუხელვე გაიწმინდა. ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლების ნაწილს, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ანაკლიაში, მდინარე ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა და სანაპიროსთან მცხოვრები რამდენიმე ოჯახი დაიტბორა.
ჯვარი-მესტიის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ღამით მოხდა ზვავის შედეგად ჩარჩენილი 19 მოქალაქის ტერიტორიიდან გამოყვანა.
რეგიონში ყველა მუნიციპალური სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.