რატი ბრეგაძემ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას ევროკავშირის სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა.
„იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება ევროკავშირის სამართლის ცენტრი, რის შედეგადაც იქნება მეტი შესაძლებლობა ევროკავშირის სამართლის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად “ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ცენტრის ამოქმედება ხელს შეუწყობს ევროკავშირის სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.