ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას აავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.