ოკუპირებულ გაგრაში რუსეთის მოქალაქე საბაგიროს ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.
ის ორენბურგის ოლქიდან იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, 28 წლის კაცი გაგრის ჩანჩქერის თავზე საბაგიროთი გადადგილებოდა, რა დროსაც საბაგირო ადგილიდან მოწყდა.
ცხედარი ე.წ. სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა.