თბილისში გაიმართა პალესტინელებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა. იტყობინება ტელეგრამ არხი Paper Kartuli.
აქციის სლოგანია „არა გენოციდს“.
ისრაელის სახელმწიფოზე რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ეს უკვე მეოთხე სოლიდარობის აქციაა, რომელიც საქართველოში გაიმართა.
აქციაზე, რომელიც მეტროსადგურ „რუსთაველთან“ გაიმართა, ათობით აქტივისტი შეიკრიბა.
როგორც იუწყებიან, აქციის ორგანიზატორია არაბ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოში.
"ჩვენ ვუერთდებით მსოფლიო ძალისხმევას, რათა მოვითხოვოთ, რომ რომ ისრაელმა შეწყვიტოს სასტიკი შეტევა ღაზას სექტორში მშვიდობიან მოქალაქეებში. არა ბავშვების მკვლელობას, არა ოკუპაციას, არა აპარტეიდს, არა ომის დანაშაულებს“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ აქციის ანონსში.