2 თებერვალს, 19:00 საათზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში ოთარ იოსელიანის ფილმების რეტროსპექტივა მხატვრული ფილმით „იყო შაშვი მგალობელი“ გაიხსნება.
ღონისძიება რეჟისორის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება. 3 დღის განმავლობაში ეროვნული არქივის კინოთეატრში მაყურებელი იხილავს ციფრულად რესტავრირებულ 5 მხატვრულ ფილმს:
2 თებერვალი, 19:00 „იყო შაშვი მგალობელი“ (1970); 3 თებერვალი, 16:00 - „პასტორალი“ (1975); 18:00 - „მთვარის ფავორიტები“ (1984); 4 თებერვალი, 16:00 – „გიორგობისთვე“ (1966); 18:00 – „და იქმნა ნათელი“ (1989).
აღსანიშნავია, რომ ოთარ იოსელიანმა 2021 წელს საქართველოს ეროვნული არქივი 1950-იანი წლებიდან 2015 წლამდე საქართველოსა და საფრანგეთში გადაღებული 21 დოკუმენტური და მხატვრული ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი (DCP ფორმატი) ამიერიდან საქართველოს ეროვნული საარქივო ფონდის ნაწილი გახდა. ფილმების სკანირება და ციფრული რესტავრაცია საფრანგეთში განხორციელდა.
კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია. მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1/პეკინის გამზ. #40 (შესასვლელი პეკინის გამზირის მხრიდან).