უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ქართული ლეგიონი ავრცელებს.
"აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია დაიღუპნენ. ისინი ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ", - აღნიშნავენ ფეისბუქზე.