ენკენი ფილმსის დრამა Light Falls “სინათლის დაცემა” 4 ქვეყნის თანა-წარმოებაა (საქართველო, ალბათენი, საბერძნეთი, გერმანია), რომელშიც მთავარ როლებს ქართველი მსახიობები, ნინი ნებიერიძე და ელენე მახარაშვილი ასრულებენ. ფილმის რეჟისორი კი ოსკარზე 2-ჯერ ნომინირებული ფედონ პაპამაიკლია, რომელსაც ჰოლივუდში მუშაობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. წარმოშობით ბერძენ კინო რეჟისორს და ოპერატორს საქართველოსთან მჭირდრო სამუშაო და მეგრობული ურთიერთობები აკავშირებს.
Light Falls-ის მსოფლიო პრემიერა 2023 წლის ნოემბერში, Tallinn Black Nights Film Festival 2023-ზე შედგა, ხოლო საქართველოს პრემიერა თბილისის საერთაშორისო კინო ფესტივალზე გაიმართა.
2024 წლის თებერვალში Light Falls-ს იტალიური კომპანია 102Distribution-ის მიერ წარდგენილი იქნება ბერლინალე 2024-ის ფარგლებში ევროპულ კინო ბაზრობაზე, სადაც ფილმის საერთაშორისო გაყიდვები დაიწყება.
თებერვალშივე ფილმის ჩვენება დაგეგმილია იბიცას საერთაოშიროს კინო ფესტივალზე.
Light Falls_Trailer
სინოფსისი
ლოს-ანჯელესში მცხოვრებ ქართველ მოდელს, კლარას გადაღება შესთავაზეს საბერძნეთში და თავის შეყვარებულს, ელას თან წაიყვანს დასასვენებლად.
ალტინი, ვეტონი და ედი საბერძნეთში არალეგალურად მხოვრები ახალგზრდა ალბანელები არიან, რომლებიც ზღვის პირას, მიტოვებულ სასტუმროში ცხოვრობენ.
კლარა და ელა საბერძნეთის ახალი ადგილების აღმოსაჩენად მიდიან. Უბედური შემთხვევა მათ არალეგალ ალბანელებთან შეახვედრებს. Ფილმში ნაჩვენებია სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენლების დაპირისპირების შედეგად წარმოქმნილი გაუგებრობათა ჯაჭვი, რომელიც ძალადობასა და შურისძიებაში გადაიზრდება.
რეჟისორის ბიოგრაფია
ფედონ პაპამაიკლი 57 წლის წარმოშობით ბერძენი კინოოპერატორი და რეჟისორია, რომლის პორტფოლიოშიც 60-ზე მეტი მხატვრული ფილმი ირიცხება. ფედონი როგორც ოპერატორი კინო-აკადემიის (ოსკარი) ჯილდოზე ორჯერ არის წარდგენილი, Nebraska (2014) და The Trial of Chicago Seven (2021). მისი ბოლო ნამუშევრებია Indiana Jones and the Dial of Destiny ჰარისონ ფორდის მონაწილეობით და Daddio შონ პენის და დაკოტა ჯონსონის მონაწილეობით.
ფედონის სარეჟისორო დებიუტი შედგა მხატვრული ფილმით The Sketch Artist (1991), შონ იანგისა და დრიუ ბერიმორის მონაწილეობით. რომელსაც მოყვა Dark Side of Genius (1993) და ფსიქოლოგიური ჰორორი From Within (2008), რომლის პრემიერაც ნიუ იორკში Tribeca Film Festival-ზე შედგა. ფედონმა ასევე გადაიღო Arcadia Lost (2010), ნიკ ნოლტის მონაწილეობით, Lost Angeles (2012) და ასევე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი A Beautiful Day, რომელიც ნაჩვენები იყო 30-ზე მეტ ფესტივალზე და მრავალი ჯილდო დაიმსახურა.