ტელეკომპანია "ფორმულაზე" გასართობი გადაცემები იხურება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ია ფარულავამ დაწერა, რომელიც არხზე ერთ-ერთი გადაცემის წამყვანია.
ია ფარულავას განცხადებით, არხის სტრატეგია იცვლება და გასართობი გადაცემები ეთერში აღარ გავა.
მისივე თქმით,მარტიდან ეთერში აღარ გავა არც მისი გადაცემა "მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან ერთად".
არხის გენერალური დირექტორი ზურა გუმბერიძე "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ტელეკომპანია 31 იანვარს გეგმავს განცხადების გაკეთებას,