მგზავრების მრავალათასიანმა ნაკადმა, რომლებიც მოსკოვის აეროპორტში "დომოდედოვოს" საპასპორტო განყოფილებასთან გამგზავრებას ელოდებოდნენ, ღობე გაარღვიეს და აკრძალულ ზონაში გადავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.
მგზავრები, რომლებმაც აეროპორტში რამდენიმე ღამე გაათენეს რეისის დანიშვნის მოლოდინში, ავიაკომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათ მოთხოვნას არავინ გამოეხმაურა.
"ინტერფაქსის" ინფორმაციით, მიუხედავად აეროპორტის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებისა, აეროპორტში ვითარება კვლავ რთულია.
აეროპორტის დარბაზი მგზავრებითაა გადავსებული, არ მუშაობს შლაგბაუმები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ესკალატორი.