ქართული ავიაკომპანია Georgian Airways 2 აპრილიდან ბათუმსა და მოსკოვს შორის პირდაპირ რეისებს განახორციელებს.
მოსკოვის მიმართულებით ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.
ამ დროისთვის, ავიაბილეთის ღირებულება 300 დოლარია, ფრენები ვნუკოვოს აეროპორტამდე კვირაში სამჯერ შესრულდება.
ავიაკომპანია მოსკოვის მიმართულებით რეისებს თბილისის აეროპორტიდან გასული წლის მაისიდან ასრულებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2023 წლის 15 მაისიდან გააუქმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი, ასევე ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აკრძალვა, რომელიც 2019 წლიდან იყო დაწესებული.