ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მთავრობა გადააყენა. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, ბელორუსის კონსტიტუციის მიხედვით მინისტრთა საბჭოს უფლებამოსილება ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ უწყდება.
მთავრობის ახალი შემადგენლობა უახლეს პერიოდში უნდა ჩამოყალიბდეს.