"დღეს პირდაპირ ეთერში ვნახეთ მილიარდერმა ოლიგარქმა საბანკო ოლიგარქიით, რომლის შემოქმედიც თავად არის, როგორ გამოაგდო ამ ზამთარში, ყინვაში მოქალაქე სახლიდან ქუჩაში, იმის პარალელურად, როდესაც თვითონ დეკლარაციებში ავიწყდებათ სახლების ჩაწერა იმდენი აქვთ, ვილებს იშენებენ, ტყეებს იერთებენ და ასი ათასობით ლარებს ავტომობილებში ხარჯავენ", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
"ბიძინა ივანიშვილის საბანკო ოლიგარქიის პირობებში 18-ჯერ გაიზარდა ბანკების წმინდა მოგება და დაუსვით თქვენ თავებს შეკითხვა - რა გაიზარდა 18-ჯერ, გარდა იმისა, რომ გაჭირვებამ მოიმატა, ფასები გაიზარდა, ემიგრაციაში გარბის ხალხი, ამის პარალელურად, ერთადერთი რაც ყვავის ამ ქვეყანაში, არის საბანკო ოლიგარქია ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით და დასვენების დღეებშიც კი გამოიმუშავებენ ისინი 9 მილიონ ლარს. ამასობაში, საქართველოს მოქალაქეების 1 600 000 აქვს ბანკში სესხი, 694 000 აქვს მიკროსაფინანსოში, 300 000 ადამიანზე მეტს ლომბარდში ქონება, ფაქტობრივად დალომბარდებულია საქართველოს მოქალაქე და ვინც ახლა გვიყურებს, ყველას გაახსენდება მისი სესხი, მისი ბანკის ვალი, ყველა დახედავს თარიღს, ხომ არ გამორჩა გადახდა, ამასობაში, კაბალურ პირობებში აქვთ აღებული სესხი და ეს საბანკო ოლიგარქია ბოლომდე შექმნა ბიძინა ივანიშვილმა. რა ვიხილეთ დღეს და რას ვუყურებდით პირდაპირ ეთერში - მილიარდერი ოლიგარქის პირობებში, იმ პირობებში, როდესაც დეკლარაციებში ავიწყდებათ სახლების ჩაწერა იმდენი აქვთ, ვილებს იშენებენ, ტყეებს იერთებენ, 300 000 ლარის მაჯის საათი უკეთია პრემიერ მინისტრს, ასი ათასობით ლარის ტილოები აქვთ სახლებში გამოფენილი, ასი ათასობით ლარს ავტომობილებში იხდიან და პირდაპირ ეთერში გვაყურებინა მილიარდერმა როგორ გამოაგდო მოქალაქე სახლიდან ზამთარში. ამიტომ არჩევანი არის უმარტივესი - იქეთ ბიძინა ივანიშვილის სიმდიდრე და აქეთ ევროპული ცივილიზაცია, იქეთ ბიძინა ივანიშვილის გამდიდრება და აქეთ ქართველი ხალხის დოვლათი და ეკონომიკა, იქეთ საბანკო ოლიგარქია და პროცენტები, რომელიც კისერს აწევს მოქალაქეს და აქეთ ევროკავშირის 4 პროცენტიანი სესხები, მაღალ ანაზღაურებადი შემოსავალი, ეკონომიკური დოვლათი და არა ემიგრაციაში გაქცეული საქართველოს მოქალაქე და ასეთი მხოლოდ სამ წელიწადში 299 000 ადამიანია, არამედ მის სამშობლოში, მის ქვეყანაში დასაქმებული ადამიანი, რომელიც კეთილსინდისიერად შრომობს, მუშაობს და არ ემუქრება არც სახლიდან გაგდება, არც პოლიციას არ მიუგზავნიან, რომ ქვით და უროთი გამოაგდონ ადამიანები, არამედ ღირსეულად შეძლებენ ადამიანები მათ შორის სესხის დაფარვას. ამიტომ, არჩევანი გვაქვს მარტივი - ევროკავშირის წევრობა უსწრაფესად, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ საქართველოში აღარასდროს არ იქნება 30-35-40 პროცენტიანი სესხები, რის გამოც ჩვენი მოქალაქეების უმეტესობას ქუჩაში ცხოვრება უწევთ" - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.