რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება არ აპირებს შექმნას უწყება, რომელიც ეროვნებების პრობლემებზე იმუშავებს.
"როდესაც ეს თუ ის პრობლემა წარმოიშობა, ყოველთვის ისმის შემოთავაზება ახალი სტრუქტურის შექმნასთან დაკავშირებით ანუ მორიგი სამინისტროს ჩამოყალიბება. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ასეთი ორგანოები შექმნილ სიტუაციაში განსაკუთრებული ეფექტით არ გამოირჩევიან, ამიტომ ჩვენ მსგავს სტრუქტურას არ შევქმნით", - აღნიშნა მედვედევმა დღეს მოსკოვის სახელმწიფო საბჭოს შეხვედრაზე.
ამასთან, მედვედევის შეფასებით, ახალი ბიუროკრატიული სისტემა საჭირო არ არის.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს მოსკოვში ეთნიკურ ნიადაგზე არაერთი აქცია გაუმართა, სადაც რუსები ქვეყნიდან კავკასიელების გაყრას ითხოვდნენ.