გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ რუსეთის შესაძლო აგრესია ნატო-ს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ რამდენიმე წელიწადშია მოსალოდნელი. იუწყება Bild
"უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმირ პუტინმა, შესაძლოა, ერთ დღესაც შეუტიოს ნატო-ს წევრ ქვეყანას. ჩვენი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლებელი იქნება ხუთ-რვა წელიწადში“, - განაცხადა პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ კრემლიდან თითქმის ყოველდღიურად ისმის მუქარა, განსაკუთრებით ბოლო დროს ბალტიის ქვეყნების მიმართ.
პისტორიუსმა უკვე წამოაყენა იდეა მოდიფიცირებული სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ და აპრილისთვის ელოდება წინადადებებს მისი უწყებისგან. პისტორიუსის თქმით, ის ასევე მზადაა შეიარაღებულ ძალებში იმსხურონ იმ ჯარისკაცებმა, რომლებსაც გერმანიის მოქალაქეობა არ აქვთ.
"ჩვენ არ ვიქნებით ევროპაში პირველი შეიარაღებული ძალები, ვინც ამას გააკეთებს", - თქვა მინისტრმა და დასძინა, რომ ქვეყანაში არიან თაობები, რომლებიც ცხოვრობენ გერმანიაში, მაგრამ ჯერ არ აქვთ გერმანიის მოქალაქეობა.