რუსი ბიზნესმენის, მიხაილ ხოდარკოვსკის შვილი, პაველ ხოდარკოვსკის შეფასებით, მისი მამის დამნაშავედ ცნობა სასამართლოზე რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის და მისი გარემოცვის ზეწოლის შედეგად მოხდა.
ამის შესახებ პაველ ხოდარკოვსკიმ რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.
"სასამართლო პროკურატურის და კრემლის ზეწოლის ქვეშ მოექცა", - აღნიშნა მან და აქვე დასძინა, რომ სასამართლოს მხრიდან მიხაილ ხოდარკოვსკის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა გასაკვირი მისთვის არ არის და ამას ელოდა კიდეც.
როგორც ცნობილია, ხოდარკოვსკის ბრალი 200 მილიონი ტონა ნავთობის მიტაცებასა და ფულის გათეთრებაში ედება.
მოსკოვის ხამოვნიჩესკოეს სასამართლომ დღეს მიხეილ ხოდორკოვსკი და პლატონ ლებედევი მათ წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის მეორე საქმეში ბრალდებულებად აღიარა. ბრალდებულებმა სასამართლოს განაჩენისადმი ინტერესი არ გამოამჟღავნეს - ლებედევი სასამართლოში წიგნს კითხულობდა ხოლო ხოდორკოვსკი კი ქაღალდებში იჩიჩქნებოდა.
პროკურატურა ბრალდებულთათვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. განაჩენის წაკითხვას სავარაუდოდ, რამდენიმე დღე დასჭირდება.