ერაყის ქალაქ რამადში, ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
აფეთქებას 7 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
თავდასხმა მოხდა რამადში არსებულ სამთავრობო შენობასთან ახლოს.
როგორც ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, აფეთქებების შედეგად დაჭრილია 47 მოქალაქე.
12 დეკემბერს, ამავე ქალაქში მომხდარ ტერორისტულ აფეთქების შედეგად, რომელიც ე.წ. კამიკაძეებმა მოაწყვეს, 11 ადამიანი დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები