ეკლესიაში პოლიტიკური თემების შეტანა ერთ-ერთი რესურსია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია იყენებს. მიზანი ერთია - დაპირისპირება ეკლესიასთან და მისი ავტორიტეტის შელახვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა.
„შობის თარიღი დადგენილია საკმაოდ სერიოზული ასტრონომიული, მათემატიკური გამოთვლებით და ამ თემის რუსეთზე მიბმა არამარტო მკრეხელობა, არამედ შეზღუდული აზროვნების დემონსტრირებაა. თვითონ ეკლესიაში პოლიტიკური თემების შეტანა ერთ-ერთი რესურსია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია იყენებს. მიზანი ერთია - დაპირისპირება ეკლესიასთან და მისი ავტორიტეტის შელახვა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.