იშვა უფალი ჩვენს მხსნელად და იმედად, დაე, იშვას სიყვარული ჩვენს გულებში, იყოს მშვიდობა ქვეყანაში, კეთილდღეობა-ჩვენს ოჯახებში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„შობას გილოცავთ! იშვა უფალი ჩვენს მხსნელად და იმედად. უწმინდესის კურთხევით დანერგილი საშობაო ტრადიცია- ფანჯრებთან დანთებული სანთელი, იმ დიდი სიხარულის სიმბოლოა, რასაც თითოეული ჩვენგანი ახლა განვიცდით. დაე, იშვას სიყვარული ჩვენს გულებში; იყოს მშვიდობა ქვეყანაში, კეთილდღეობა-ჩვენს ოჯახებში! ღმერთმა ინებოს საქართველოს გაერთიანება და წინსვლა! გილოცავთ ქრისტეშობას“, – წერს კახა კალაძე.