საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, იესო ქრისტეს შობა სიყვარულისა და სათნოების ზეიმია, რომელსაც ყველა მომავლის რწმენითა და სიკეთის მოლოდინით ვხვდებით.
„ქრისტესშობას ვულოცავ სრულიად საქართველოს!
მაცხოვრის შობა მართლმადიდებლური სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია, რომელსაც საქართველოში გულწრფელი სიხარულით ვეგებებით და აღვნიშნავთ. იესო ქრისტეს შობა სიყვარულისა და სათნოების ზეიმია, რომელსაც ყველა მომავლის რწმენითა და სიკეთის მოლოდინით ვხვდებით. მინდა, გისურვოთ ბედნიერება, გახარება და წინსვლა! უფლის წყალობა და მშვიდობა არ მოჰკლებოდეს ჩვენს სამშობლოს და თითოეულ თქვენგანს!“, – აღნიშნავს პრემიერი.