ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისთან 5 იანვარს მომხდარი ავარიის დროს დაშავებული შუა ხნის ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს. მედიის ცნობით, ქალის მდგომარეობა მძიმე იყო და ის ხაშურის კლინიკასი მკურნალობდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ავტომაგისტრალზე მოხდა. ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ. შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მძღოლი, 4 ადამიანი კი დაშავდა.