უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება არ ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში თუ 2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, ეს ნაგატიურად აისახება უკრაინის დახმარებაზე, თუკი ტრამპთან შესაბამის მიდგომას იპოვიან.
„ტრამპი აღიქმება , მე ვიტყოდი, თავისი ულტრაქარიზმატული ნაბიჯებით, თავისი რეპუტაციითა და ფრაზებით. მაგრამ პირველად ვინ მისცა უკრაინას ამერიკული იარაღი Javelin-ი? პრეზიდენტმა ტრამპმა. ვინ დაიწყო უკრაინისთვის პირველი სამხედრო-საზღვაო გემების, Island-სა და Mark-6-ის ტიპის კატერების გადაცემის უფასო პროგრამა? ტრამპმა. ვინ ებრძოდა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს და ვინ დაადო სანქციები ცნობილ, მაგრამ უკვე მივიწყებულ გემს Fortuna-ს, რომელმაც ეს მილსადენი განათავსა? ეს იყო ტრამპი“, - თქვა კულებამ.
კულებამ ასევე უარყო რაიმე სახის შეთანხმების შესაძლებლობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ტრამპთან ან სხვა ნებისმიერ ამერიკელ ლიდერთან.
„ამიტომ ტრამპი ის ადამიანია, რომელთანაც შესაძლებელია მუშაობა, უბრალოდ საჭიროა იცოდეთ, როგორ უნდა იმუშაოთ მასთან. თუ ის მივა არჩევნებამდე და თუ გაიმარჯვებს, ის იქნება სრულიად განსხვავებული, ვიდრე პრეზიდენტი ჯო ბაიდენია, რომლისაც ჩვენ უაღრესად მადლიერები ვართ. არსებობს ძალიან ბევრი „თუ“, მაგრამ უკრაინას არაფრის უნდა ეშინოდეს, არც არჩევნების, არც მოქმედი ან მომავალი პოლიტიკოსების“, - განაცხადა კულებამ.