ისრაელის მიერ ღაზას სექტორზე ავიადარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას "გაზეტა.რუ" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, 25 დეკემბრის ღამეს ისრაელის საჰაერო ძალებმა სამი ავიადარტყმა განახორციელა ღაზას სექტორში, აქედან ორი ეგვიპტისა და ღაზას სექტორის დამაკავშირებელ გვირაბზე და ერთიც ჰამასის ბანაკზე.
ავიადარტყმის შედეგად სამი ადამიანია დაიღუპა. ჯერჯერობით უცნობია მათ შორის არიან თუ არა ბოევიკები.