რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს მისალოცი წერილი გაუგზავნა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. განცხადება ამის შესახებ დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნატალია ტიმაკოვამ გააკეთა.
"ბელორუსის ცესკოს მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული ციფრებისა და რუსეთის ცესკოს თავმჯდომარის ვლადიმერ ჩუროვის მიერ გაკეთებული ანგარიშის თანახმად, რომელიც დამკვირვებელთა დასკვნებს ეხებოდა ეს წერილი გაიგზავნა", _ განაცხადა ტიმაკოვამ.