მახაჩკალაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ორი ბოევიკი გაანადგურეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი", რუსეთის ანტიტერორისტული ნაციონალურ ცენტრზე დაყრდნობით, ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, მახაჩკალაში კრილოვის ქუჩაზე მდებარე კორპუსში მყოფი დაჯგუფების წევრები უარს აცხადებენ სამართალ დამცველების დანებებაზე.
სპეცოპერაცია ამ დროსთვისაც გრძელდება. მასში რუსეთის უშიშროების და სპეცდანიშნულების რაზმები არიან ჩართულები.