პაკისტანში იმ ადგილას სადაც ადამიანებს საკვებს ურიგებენ აფეთქება მოხდა, რომელსაც სულ მცირე 40 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
"თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც ასობით ადამიანი, რომლებმაც საომარი მოქმედებების გამო სახლები დაკარგეს საკვების მისაღებად შეიკრიბნენ", - აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ვისალ აჰმედი.
არის ვარაუდი იმისა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში ტერორისტმა-თვითმკვლელმა მოიყვანა.
მასალის გამოყენების პირობები