ერაყში მამაკაცმა საკუთარი მოზარდი ქალიშვილი მოკლა. მამაკაცმა თავად აცნობა პოლიციას ქალიშვილის მკვლელობის ფაქტი და განაცხადა, რომ მკვლელობა მას შემდეგ ჩაიდინა, რაც გაიგო, რომ მისი ქალიშვილი ტერორისტული ორგანიზაციის "ალ-ქაიდას" მიერ იყო გადაბირებული. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
"მისი თქმით, მისი ქალიშვილი თვითმკვლელი უნდა გამხდარიყო", _ იუწყება "ბი-ბი-სი".