მინსკში ოპოზიციის აქცია ისევ მომიტინგეთა დაკავებით დასრულდა.
პოლიტიკური უმცირესობის მხარდამჭერი რამდენიმე ათეული მოქალაქე დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
მომიტინგეები ცენტრალურ მოედანზე გვიან ღამით, ამჯერად სანთლებით ხელში შეიკრიბნენ და 19 დეკემბრის მიტინგის დროს დაკავებულ მომიტინგეებს სოლიდარობა ამ ფორმით გამოუცხადეს.
აქცია მშვიდობიანი იყო და მისმა მონაწილეებმა ადგილზე საშობაო საგალობლებიც შეასრულეს, თუმცა იმის გამო, რომ მიტინგი არასანქცირებული იყო მილიციამ ის დაშალა.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსში ვითარება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიძაბა, როცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მასში გამარჯვებულად კვლავ მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდ ლუკაშენკო გამოაცხადა.