ტელეკომპანია "იმედი" ჟურნალისტმა, რუსა შელიამ დატოვა. ის "იმედის" ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტად მუშაობდა.
"არც ისე ცოტა ხანია ამ დღეს ველოდები! სათქმელი ნამდვილად ბევრი დაგროვდა, თუმცა ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ვრჩები ჩემ პროფესიაში და მალე აქტიურად დავბრუნდები დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ახალი მედია პლატფორმიდან! წარმატებები ჩვენ ქვეყანას დასავლურ გზაზე!" - წერს შელია სოციალურ ქსელში.