იტალიაში, რომში, ჩილესა და შევიცარიის საელჩოს შენობებში, აფეთქება მოხდა. ინციდენტის დროს შვეიცარიის საელჩოს ერთი თანამშრომელი მძიმედ დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
წინასწარი ინფომაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა საელჩოსთვის გაგზავნილ ამანათში იდო, რომელიც ერთ-ერთმა თანამშრომელმა გახსნა.
ინციდენტის ადგილებზე ამ დროისთვის იტალიელი სამართალდამცველები მუშაობენ.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.