28 ნოემბრის შემდეგ კოტდივუარში 173 ადამიანი მოკლეს
28 ნოემბერს კოტ დივუარში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომხდარ შეტაკაბებს 173 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
არეულოებები მას შემდეგ დაიწყო რაც არჩევნებში დამარცხება ლორენ გბაგომ არ აღიარა და მან პოსტის დატოვებაზე უარი თქვა. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად ალასანე უატარა დაასახელა.
კოტ დივუარში არეულობები ამის შემდეგ დაიწყო.
გბაგოს ლიბერიის პრეზიდენტიც ეხმარება პოსტის შესანარჩუნებლად, რაც ქვეყანაში საფრთხეს ზრდის.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა და სადამკვირვებლო ჯგუფებმა კი არჩევნებში გამარჯვებულად უატარა სცნეს.
როგორც გაეროს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული, 173 დაღუპულთან ერთად დაკავებულია 500-მდე მოქალაქეც.