"საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მთლიანობის საკითხი ეჭვგარეშეა და არ განიხილება", - ამის შესახებ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქმა კირილმა "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერ ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ბურჯანაძის პარტიიდან აცნობეს, საუბარი შეეხო ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის საკითხსაც, რასთან დაკავშირებითაც რუსეთის პატრიარქს
"სრულიად განსხვავებული ინფორმაცია ჰქონდა".
"როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ამ ტაძართან მიმართებაში მას სრულიად განსხვავებული ინფორმაცია ჰქონდა. კირილი მეორის დავალებით, საპატრიარქოს წარმომადგენელს საკითხის შესწავლა და სპეციალური ჯგუფის შექმნა დაევალა, რომელიც ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ჩატარებულ სამუშაოებს გააეცნობა. რუსეთის პატრიარქმა დასძინა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარის ინფორმაცია დადასტურდა, რუსეთის საპატრიარქო ფაქტს დაგმობს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ტაძარს პირვანდელი სახე დაუბრუნდეს", - აცხადებენ ბურჯანაძის პარტიაში.
"დემოკრატიულ მოძრაობაში" ასევე განმარტავენ, რომ რუსეთის პატრიარქი ტაძრის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ქართულ მხარესაც მიმართავს.