საპრეზიდენტო არჩევნების დღეს მინსკში მომხდარი არეულობის დროს ბელორუსმა სამართალდამცველებმა რუსეთის 11 მოქალაქე დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ბელორუსში რუსეთის ელჩის მრჩეველზე ვადიმ გუსევზე დაყრდნობით ავრცელბს.
მისი თქმით, დაკავებული რუსეთის მოქალაქეებს საკონსულოს წარმომადგენლები ამ დროისთვისაც ხვდებიან.
შეგახსენებთ, მინსკში მომხდარი არეულობის დროს ორი რუსი ჟურნალისტი, პრეზიდენტობის ექვსი კანიდიატი და მათი მომხრეები არეულობის ორგანიზების ბრალდებით დააკვეს.
დაკვებულებს ბელორუსის კანონმდებლობით 3-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.